კომპანიებისთვის · B2B

კორპორატიული პროგრამა გუნდისთვის

საგაყიდვო გუნდებისა და ხელმძღვანელებისთვის, B2B და B2C სფეროში. მოდულებს, სიღრმესა და ქეისებს თქვენი ბიზნესის სპეციფიკაზე ვურგებთ.

რას იღებს კომპანია

შედეგი, რომელიც ტრენინგის შემდეგაც რჩება

  • გამყიდველებს, რომლებიც ყიდიან ზეწოლისა და მანიპულაციის გარეშე და ინარჩუნებენ კლიენტის ნდობას
  • ერთიან, მართვად გაყიდვების პროცესს: ეტაპები, გადასვლის კრიტერიუმები, KPI თითოეულ ეტაპზე
  • გუნდს, რომელიც უარს მშვიდად იღებს და შედეგზე პასუხისმგებლობას თავად იღებს
  • ხელმძღვანელისთვის მზა ინსტრუმენტს — Call Review-ს შეფასების ბარათს რეალური ზარების ანალიზისა და გასაგები უკუკავშირისთვის
როგორ ვმუშაობთ

პრაქტიკა, არა ლექცია

  • ინტერაქტიული მინი-ლექციები და დისკუსიები
  • როლური თამაშები წყვილებში და სამეულებში, დამკვირვებლის უკუკავშირით
  • რეალური ქეისების ანალიზი
  • სამუშაო რვეული: პირადი სავარჯიშოები და რეფლექსია ყოველი მოდულისთვის
  • პროგრამის ბოლოს — 90-დღიანი განვითარების ვალდებულება
ფორმატი თქვენთან თანხმდება: გუნდური ან ინდივიდუალური, ხანგრძლივობა და განრიგი — კომპანიის საჭიროების მიხედვით.
მოთხოვნა

მოითხოვეთ შეთავაზება

მოგვიყევით თქვენი გუნდის შესახებ — 2 სამუშაო დღეში დაგიკავშირდებით და შეგითანხმებთ შეხვედრას, რომ პროგრამა თქვენს მიზნებს მოვარგოთ.

გირჩევნიათ დარეკვა? 597 008 800

ფორმა იტვირთება…