პროგრამა

7 მოდული: გზა აზროვნებიდან ოსტატობამდე

NG MindSales გამყიდველს 7 მოდულში ატარებს გზაზე, რომელიც გაცნობიერებული დამოკიდებულებით იწყება და პროფესიული ოსტატობით მთავრდება. ყოველი მოდული წინაზე აშენებს და ერთი კონკრეტული შედეგით მთავრდება.

Mindმოდულები 1–2 Heartმოდულები 3–4 Skillმოდულები 5–7
01
Mind

Foundation — გაყიდვების საფუძველი

გახსენი გონება და გაიაზრე გაყიდვები

  • მიზანი: რა მისია აქვს გამყიდველს
  • ხედვა: რა ცვლილების მოტანა გვინდა გაყიდვების სფეროში
  • გაყიდვების ფილოსოფია: როგორ ქმნის გაყიდვა ღირებულებას
  • ძირითადი პრინციპები და NG MindSales-ის პროფესიონალი გამყიდველის მოდელი

შედეგი: გაცნობიერებული, ღირსეული დამოკიდებულება გაყიდვების მიმართ.

02
Mind

Sales Mindset — გაყიდვების აზროვნება

განაწყვე ქვეცნობიერი და გარდაქმენი რწმენები

  • იდენტობა: ვინ ვარ მე, როგორც გამყიდველი, და ვინ მინდა გავხდე
  • განზრახვა: სუფთა განზრახვა, როგორც ნდობის წყარო
  • რწმენები: Growth Mindset და უარის შიშის გადაფასება
  • ღირებულებები და პასუხისმგებლობა გაყიდვამდე, გაყიდვისას და შემდეგ
  • მიზნის დასახვა WOOP მეთოდით

შედეგი: შეცვლილი დამოკიდებულება, თავდაჯერებულობა და შინაგანი სიმშვიდე.

03
Heart

Customer Psychology — კლიენტის ფსიქოლოგია

მოხსენი წინასწარი იარლიყები და გაუგე ადამიანს

  • გადაწყვეტილების მიღება: რატომ ყიდულობენ ადამიანები, აზროვნების შეცდომები, დაკარგვის შიში
  • მოტივაცია: ტკივილი და სურვილი, შინაგანი და გარეგანი მოტივები
  • საჭიროებების აღმოჩენა: ნათქვამი სურვილი და რეალური საჭიროება
  • მომხმარებლის ტიპები (DISC) და მომხმარებლის გზა
  • პრაქტიკული ქეისი: როგორ იქცევა პროდუქტი ემოციურ გადაწყვეტილებად

შედეგი: ესმის, როგორ ფიქრობს და როგორ იღებს გადაწყვეტილებას კლიენტი.

04
Heart

Sales Conversation — მოლაპარაკება და დიალოგი

დაამყარე ცოცხალი, ემპათიური დიალოგი წნეხის გარეშე

  • საუბრის გახსნა, პირველი შთაბეჭდილება და 30-წამიანი Sales Pitch
  • კითხვების დასმის ხელოვნება: ღია, დამაზუსტებელი და SPIN კითხვები
  • მოსმენის ხელოვნება (Theory U): მოსმენის 4 დონე და პერეფრაზირება
  • ნდობა და ურთიერთგაგება, ავთენტური კომუნიკაცია
  • რთული საუბრები: სიმშვიდე, დეესკალაცია, უარის მიღება

შედეგი: არ ყიდის პროდუქტს — ყიდის გადაწყვეტილებას.

05
Skill

Sales Process — გაყიდვების პროცესი

იპოვე პირველი დომინო და ააგე მართვადი პროცესი

  • სისტემური მიდგომა: რატომ არ მუშაობს იმპროვიზაცია
  • Brian Tracy-ს 7-ეტაპიანი პროცესი და გადასვლის კრიტერიუმები
  • მეთოდოლოგიები — რომელი როდის მუშაობს: SPIN, Sandler, Challenger, Straight Line და სხვ.
  • საკუთარი გაყიდვების სისტემა: KPI ყოველ ეტაპზე და Pipeline-ის აზროვნება

შედეგი: ყიდის სისტემურად და არა შემთხვევით.

06
Skill

Influence & Decision — გავლენა და გადაწყვეტილება

გაუშვი მიჯაჭვულობა და დაეხმარე კლიენტს სწორ გადაწყვეტილებაში

  • გადაწყვეტილების ბარიერები: ემოცია და ლოგიკა, რატომ ამბობენ „მოვიფიქრებ“
  • ეთიკური გავლენა: გავლენა და მანიპულაცია, გრძელვადიანი ნდობა
  • ჩალდინის 7 პრინციპი — სუფთა განზრახვით და ეთიკური ფილტრით
  • წინააღმდეგობების ფსიქოლოგია: „ძვირია“, „ახლა არა“, „უნდა ვიფიქრო“
  • გადაწყვეტილების ხელშეწყობა და საუბრის ბუნებრივი დასრულება

შედეგი: შეუძლია დარწმუნება ზეწოლისა და მანიპულაციის გარეშე.

07
Skill

Mastery — ოსტატობა

მიაღწიე პროფესიულ თავისუფლებასა და ოსტატობას

  • ყველა უნარის ინტეგრაცია: სწორი ინსტრუმენტი ყოველ სიტუაციაში
  • ძლიერი გამყიდველის აზროვნება და ინტუიცია გამოცდილებიდან
  • Call Review — საკუთარი ზარებისა და შეხვედრების ანალიზი
  • უწყვეტი განვითარება: მიზანმიმართული პრაქტიკა, Role Play, მენტორინგი
  • პროფესიული იდენტობა და ეთიკა რთულ სიტუაციებში

შედეგი: შეუძლია ყველა უნარის ბუნებრივად გამოყენება ნებისმიერ სიტუაციაში.

გაიარე ეს გზა — გუნდთან ერთად ან პირადად

ფორმატს, სიღრმესა და ქეისებს თქვენს საჭიროებაზე ვურგებთ.